საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორგანიზაცია ,,ვორლდ ვიჟენ საქართველოსთან“ (,,World Vision Georgia”) ერთად, ახორციელებს ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროექტს მიუსაფარი ბავშვებისთვის.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, პირველ ოქტომბერს, სხვადასხვა პროექტებსა და კონკურსებში გამარჯვებულ მოსწავლეთა 700–ზე მეტ წარმატებულ პედაგოგთან საზეიმო შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ ნენსი ლიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინიტროს გენერალური მდივნის მოადგილეს და ერთობლივი პროექტის „ინკლუზიური განათლების დანერგვა საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში“ ნორვეგიელ ლიდერს შეხვდა.