ევროპის დღეების ფარგლებში ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, მასწავლებლის სახლში კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა პანკისის ხეობაში. პანკისის ხეობის საჯარო სკოლების დირექტორებთან და პედაგოგებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და სამინისტროს სხვა წარმომადგენელთა შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია. გამორჩეულია სამინისტროს დამოკიდებულებაც ამ ხეობის პედაგოგებისა და მოსწავლეების მიმართ.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა ფუნქციონირება დაიწყო კახეთის რეგიონის სოფელ დუისის, ახმეტის N1 და N2 საჯარო სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა 500 აღემატება.
სახალხო დამცველის ეროვნული უმცირესობების საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის წევრებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, რომელთაც ეთნიკური ჯგუფების განათლების საკითხებთან და რაც მთავარია, მცირე ენების სწავლებასთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააჩნიათ.