საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მედიაწიგნიერების კვირეული გახსნა, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება დისტანციურ ფორმატში. კვირეულის მიზანია, გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.
„ჩემთვის დიდი პატივია, ვასწავლო სახელმწიფო ენა თანამოქალაქეებს“ – აცხადებს ნახიდურის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ-მასწავლებელი გიორგი ნადირაშვილი, რომლისთვისაც ყოველი გაკვეთილი, ტრენინგი, თანამშრომლებთან ურთიერთობა თუ ახალი გამოწვევა მუდმივი განვითარება და ქვეყნისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიციატივით, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალი სახელმძღვანელო „პრაქტიკული სავარჯიშოების კრებული ქართული ენის შემსწავლელთათვის“ შეიქმნა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ვირუსის გამოვლენისთანავე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა რეკომენდაციის საფუძველზე, ცალკეული კლასი ან სკოლა მყისიერად გადადის დისტანციურ სწავლებაზე. დროული რეაგირების ამ მექანიზმის გამო სკოლებში შიდა გავრცელების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.