სასწავლო პროცესის საკლასო სივრცეში განახლებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სკოლებში მონიტორინგი გამკაცრდა. კვლავ აქტიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლის პერსონალს – მასწავლებლებს, მანდატურებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ პერსონალს ტესტირება როგორც PCR ტექნოლოგიის, ასევე, ანტიგენის სწრაფი ტესტის გამოყენებით ინტენსიურად უტარდება.
საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმის ახალი კონცეფციისა და სტანდარტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ორდღიანი ექსპერტული პანელი გამართა, რომელშიც მონაწილეობა მინისტრის პირველმა მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ, განათლების სფეროს 200-მდე სპეციალისტმა და ზოგადი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა მიიღეს.
განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და მოზარდების სასკოლო სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვები სპეციალურად შემუშავებული დაჩქარებული სწავლების კურიკულუმით სწავლობენ, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. კურიკულუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ბულგარეთის საელჩოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში შემუშავდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე თბილისის მე-60 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება პირადად მიულოცა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.