ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU), რექტორთა კონფერენცია გაიმართა, რომელშიც საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საჯარო და კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები მონაწილეობდნენ.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე და აკადემიური დელეგაცია ესწრებოდა.
სახელმწიფო საგრანტო პროგრამა „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა“, რომელიც საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიზნით, საქართველოს საჯარო დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს მოიპოვონ სახელმწიფო გრანტი, 2026 წლიდან კვლავ გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.