ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტმა თავისი 7 კათედრით,
(არაბისტიკის, ირანისტიკის, თურქოლოგიის, ებრაისტიკა-არამეისტიკის,
ასირიოლოგიის, არმენოლოგიის, აღმოსავლეთის ისტორიის) აღმოსავლეთმცოდნეობის
ფაკულტეტის დაარსების 70 წლის იუბილე სამეცნიერო კონფერენციითა და
აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო შრომების სპეციალური კრებულის
პრეზენტაციით აღნიშნა.