განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, ნორვეგიის ელჩს საქართველოში, ჰელენ სანდ ანდრესენს უმასპინძლა და პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე სიახლეები გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებსა და პროფესიული განათლების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს, სადაც თამარ ქიტიაშვილმა განსაკუთრებული აქცენტი რეფორმის ახალ პრიორიტეტზე - პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციაზე გააკეთა და ნორვეგიასთან ერთობლივი გაცვლითი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
შეხვედრის ბოლოს, თამარ ქიტიაშვილმა ნორვეგიის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრობლობისთვის და იმ პროექტებისთვის, რომლებიც ინკლუზიური განათლების კუთხით ერთობლივად განხორციელდა, მათ შორისაა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შეზღუდული შესაძლელობის მქონე პროფესიული სტუდენტების სასწავლო პროცესის მხარდასაჭერად განხორციელებული პროექტები, რომლის საფუძველზეც, ფორმალური პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა მრავალფეროვანი საჭიროების მქონე პირებისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა.