საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც პროფესიულ განათლების სიტემაში მიმდინარე რეფორმასა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთებული აქცენტი პროფესიულ განათლების სისტემაში მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის მნიშვნელობაზე გააკეთა. მისი თქმით, ინკლუზიური განათლების არეალი ფართოვდება და მასში უკვე მოიაზრება ისეთი მოწყვლადი ჯგუფები როგორიცაა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები, სოციალურად დაუცველი პირები, დევნილები და ა.შ.
შეხვედრაზე სწორედ ის ინიციატივები განიხილეს, რომლებსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღნიშნული მიმართულებით ახორციელებს. შეხვედრის ფარგლებში ასევე დაიგეგმა გაეროს ბავშვთა ფონდთან მომავალი თანამშრომლობის საკითხები.