საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილმა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან პეტრ მიკისკასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მხარეებმა კულტურის მიმართულებით ერთობლივ პროექტებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის შედეგად არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის: პრაღის სცენოგრაფიისა და სივრცის კვადრიენალე, რომელშიც ქართველი ხელოვანები აქტიურად იღებენ მონაწილეობას; საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი CinéDOC-Tbilisi, რომელიც ევროკავშირის პროექტის „კრეატიული ევროპა“ (Creative Europe) მიერ პირველი მხარდაჭერილი კინოფესტივალია საქართველოში და სხვა პროექტები.
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა კულტურის სფეროში უფრო აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.