პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს სემინარში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა მიიღო მონაწილეობა.
„ცოტა ხნის წინ დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გვაქვს ახალი გამოწვევები ხარისხთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ავტორიზაციის საბჭოს, როგორც მიუკერძოებელ და დამოუკიდებელ ორგანოს, კარგად ჰქონეს გააზრებული პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ახალი ჩარჩო და მიდგომები. სწორედ აღნიშნულ მიზანს ემსახურება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული სემინარი, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით დაიგეგმა. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე ავტორიზაციის საბჭოს წევრებს, პარტნიორ ორგანიზაციებსა და სამინისტროს, გვაქვს მოლოდინი, რომ ავტორიზაციის ახალი სტანდარტების დანერგვით მნიშვნელოვნად გაიზრდება პროფესიული განათლების ხარისხი და შესაბამისობა შრომის ბაზარზე." - აღნიშნა თამარ ქიტიაშვილმა სემინარში მონაწილეობისას.
ავტორიზაციის საბჭო პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შექმნილი კოლეგიალური ორგანოა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის შესახებ იღებს გადაწყვეტილებებს. ის კერძო სექტორის, პროფესიული განათლების სფეროში მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ბიზნეს-გაერთიანებების წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული