საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად აჭარის განათლების ფონდს, ბათუმის მასწავლებლის სახლს, ესტუმრა, სადაც ქართული ენისა და ლიტერტურის პედაგოგებისთვის უცხოეთში სტაჟირების ფინალურ კონკურსს დაესწრო.
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის უფლება აჭარის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის V – XII კლასების უფროს, წამყვან ან მეტორ პედაგოგებს ჰქონდა, ფინალურ ტურში კი, ის მასწავლებლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს. კონკურსის შედეგად გამოვლენილი 10 საუკეთესო კანდიდატი გერმანიაში, გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში, ერთკვირიან სტაჟირებას გაივლის, რომლის ხარჯებსაც სრულად აჭარის განათლების ფონდი დაფარავს.
ეკატერინე დგებუაძემ კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ წარმატებები უსურვა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ასეთი შესაძლებლობების მიცემა პედაგოგებისთვის ხელს უწყობს მათ პროფესიულ ზრდასა და განვითარებას.
კონკურსის შემდეგ ეკატერინე დგებუაძემ მასწავლებელთა სახლის შენობა დაათვალიერა და პედაგოგების ტრეინინგს „ინკლუზიური განათლების შესავალი დაესწრო.