საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირების მიუხედავად, არც საერთაშორისო სტანდარტითა და არც ჯანდაცვის რეკომენდაციებით, დღეის მდგომარეობით, სწავლის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს. ამის მიუხედავად, პრევენციისა და რისკის ეფექტიანი მართვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესი შეიმუშავა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კულტურულ და სპორტულ დაწესებულებში პროცესების ეფექტურად მართვას. ამ მიზნით, სამინისტროში უკვე შექმნილია შიდაუწყებრივი სამუშაო ჯგუფი მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების შემადგენლობით.
ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სამინისტროს მიერ მიღებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელების წესის მიხედვით, სამეცნიერო, კულტურული და სპორტული დაწესებულებების ადმინისტრაციებს, სტუდენტებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს (კანონიერ წარმომადგენლებს ) მიეცათ შემდეგი სახის რეკომენდაციები:
სამინისტრომ სკოლის ადმინისტრაციებს დაავალა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ მოსწავლის მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების ინფორმირება და საინფორმაციო შეხვედრების უზრუნველყოფა; ხოლო, რესურსცენტრებს, პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საჭიროებების გამოვლენა/განსაზღვრა და აღნიშნულის თაობაზე, სამინისტროს დაუყოვნებლივ ინფორმირება.