საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინკლუზიის შესახებ საერთაშორისო სემინარის "We Can Do It" მონაწილეებს უმასპინძლა.
აღნიშნულ სემინარში საქართველოს გარდა, მონაწილეობას 11 ქვეყნის წარმომადგენელი იღებს (საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი, რუმინეთი, მოლდოვა, ბულგარეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელორუსია, რუსეთი).
სემინარის მონაწილეებს ინკლუზიური განვითარების სამმართველოს და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გააცნეს ქვეყნის ინკლუზიური განათლების სისტემა და სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები.