კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს ,,მაღალმთიანი რეგიონებისთვის კულტურული ცხოვრების ხელმისაწვდომობა“
იხილეთ:
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებითა და ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე, საკონკურსო განაცხადები მიიღება 2020 წლის 1 ივნისის 18:00 საათამდე
დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ კითხვების არსებობის შემთხვევაში, კონსულტაციები მიიღონ ელექტრონულად, მისამართზე culturesupport@mes.gov.ge. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კონკურსის ფარგლებში წარმოსადგენი პროექტების დაწყების თარიღად განისაზღვრა არაუადრეს - 2020 წლის 15 ივლისი. საკონკურსო განაცხადების განხილვისას, კომისია იხელმძღვანელებს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობითა და როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებით.