განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომელიც დახურულ სივრცეში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდებას ისახავს მიზნად, გადაიდო/ან გაუქმდა კულტურული ღონისძიებები: სპექტაკლები, კონცერტები, კონკურსები, ფესტივალები და ის ღონისძიებები, რომელიც ადამიანების მასობრივ თავშეყრას უკავშირდება.
ამასთან, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით.
ყოველ კონკრეტულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, განახლებული ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს უშუალოდ ღონისძიების განმახორციელებული ორგანიზაცია.