17.03.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის
გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელძღვანელობით შექმნილი
მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების
გათვალისწინებით, „კულტურის ხელშეწყობის
პროგრამის“ ფარგლებში გამოცხადებული
საკონკურსო განაცხადების მიღების წესი და ვადები იცვლება.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადები
გახანგრძლივდება 20 აპრილამდე, შემდეგი
კონკურსებისთვის:
- თანამედროვე
სახვითი ხელოვნების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია თბილისსა და რეგიონებში;
- სახვითი
ხელოვნების სფეროში წიგნი-ალბომების გამოცემის ხელშეწყობა;
- „ხელოვნება
განათლებისთვის" მცირე გრანტები სახელოვნებო განათლებაში;
- ეთნიკურ
უმცირესობათა თვითმყოფადობის შენარჩუნების მიზნით შემოქმედებითი საქმიანობის
ხელშეწყობა;
- „უსაზღვრო
შესაძლებლობები"-კულტურულ ღონისძიებებში შშმ პირთა მონაწილეობა;
- „ხელოვნება
გამყოფი ხაზების გარეშე"-დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში და რეგიონებში
სახელოვნებო განათლების ხელმისაწვდომობა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
- კულტურის
ხელშეწყობის პროგრამით გამოცხადებული
კონკურსების ფარგლებში საკონკურსო განაცხადების და სხვა საკონკურსო დოკუმენტაციის
მიღება, ასევე კონსულტაციები განხორციელდება ელექტრონულად, მისამართზე culturesupport@mes.gov.ge;
- უახლოეს
დღეებში გამოქვეყნდება ახალი საკონკურსო ვადები თითოეული კონკურსისათვის.
იმ პირებს, რომლებსაც უკვე შემოტანილი აქვთ
საკონკურსო განაცხადები, უფლება ეძლევათ, წარმოადგინონ განახლებული განაცხადები,
ახალი ვადების გათვალისწინებით.