ქვეყანაში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებისა და რეკომენდაციების შესაბამისად, საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევს განცხადებები და ოფიციალური კორესპონდენცია გამოაგზავნონ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge.
წარმოდგენილი დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2020 წლის 1 აპრილის N325150 ბრძანებას. კერძოდ:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განცხადება უნდა იყოს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს:
ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი;
ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს;
გ) მოთხოვნას;
დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას;
ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში;
ვ) დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გარდა ამისა, განცხადებებისა და კორესპონდენციების მიღება/ გაცემა მატერიალური სახით საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შესაძლებელი იქნება კვირაში ორჯერ - ორშაბათსა და ხუთშაბათს.