საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დედა ენის დღეზე:
„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ.
1978 წლის 14 აპრილს საბჭოეთის ისტორიაში პირველმა მშვიდობიანმა საპროტესტო დემონსტრაციამ არა მხოლოდ სახელმწიფო ენა შეგვინარჩუნა, არამედ იქცა საკვანძო მომენტად, როდესაც საბჭოთა რეჟიმი პირველად გახდა იძულებული დაეთმო ხალხისათვის. 14-მა აპრილმა მძლავრი სტიმული მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მზადებას.
ჩვენ დღეს მადლობას ვეუბნებით ყველას, ვინც 42 წლის წინ, სიცოცხლის რისკის ფასად დაიცვა ქართული ენა - ჩვენი თვითმყოფადობის საფუძველი.
14 აპრილი არ არის მხოლოდ ისტორიული თარიღი - იგი შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, რომ აღვუდგინოთ ერთ-ერთ უძველეს და უნიკალურ ენას მისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო ცივილიზაციაში, მეტად შევუწყოთ ხელი ჩვენს თანამოქალაქეებს ქართულის სწავლაში, განვამტკიცოთ მისი სახელმწიფო სტატუსი“.