შეუფასებელი, ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა ღვაწლი, რაც მან კავკასიაში პირველი ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლის, ქართული უნივერსტეტის დაარსებისათვის გასწია. უდიდეს მეცნიერულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობასთან ერთად, ეს მოვლენა იქცა გადამწყვეტ ნაბიჯად საქართველოს დამოუკიდებლობისკენ და დღესაც დიდწილად განაპირობებს ჩვენს სწრაფვას განვითარებისკენ.
განათლებისა და კულტურის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი სხვა არაერთი წამოწყების ინიციატორი, საქართველოში თანამედროვე ისტორიული მეცნიერებათა სკოლის დამფუძნებელი ივანე ჯავახიშვილი დღემდე რჩება მეცნიერისა და პატრიოტის მისაბაძ მაგალითად ყველასთვის, ვისთვისაც ხალხისა და ქვეყნის მსახურება უზენაესი ფასეულობაა.