საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კორონავირუსის პანდემიის ფონზე განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას, 2019-2020 სასწავლო წლის დასრულების ვადებზეც ისაუბრა, რომელიც დისტანციური სწავლების რეჟიმშიც იგივე დარჩება.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელს ყველაზე ადრე, 20 მაისს დამამთავრებელი, მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ.
პირველი კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა 27 მაისს, ხოლო ყველა დანარჩენი II-XI კლასებისთვის სწავლა 15 ივნისს დამთავრდება.
ამ გრაფიკით იხელმძღვანელებენ როგორც სკოლები, ასევე პირველი არხის პროექტი „ტელესკოლა“.
მიუხედავად იმისა, რომ სასწავლო წელს ყველაზე ადრე მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ, გათვალისწინებული იქნება მათი, როგორც აბიტურიენტების ინტერესები და „ტელესკოლის“ ფარგლებში მათთვის განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე ჩატარდება.
საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, კორონავირუსის
პანდემიის ფონზე განათლების სფეროს ყველა მიმართულებით ანტიკრიზისული გეგმის
წარდგენისას, 2019-2020 სასწავლო წლის დასრულების ვადებზეც ისაუბრა, რომელიც
დისტანციური სწავლების რეჟიმშიც იგივე დარჩება.
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო
სკოლებში 2019-2020 სასწავლო წელს ყველაზე ადრე, 20 მაისს დამამთავრებელი, მე-12
კლასის მოსწავლეები დაასრულებენ.
პირველი კლასის მოსწავლეებისთვის
სწავლა 27 მაისს, ხოლო ყველა დანარჩენი II-XI კლასებისთვის
სწავლა 15 ივნისს დამთავრდება.
ამ გრაფიკით
იხელმძღვანელებენ როგორც სკოლები, ასევე პირველი არხის პროექტი „ტელესკოლა“.
მიუხედავად იმისა, რომ
სასწავლო წელს ყველაზე ადრე მე-12 კლასის მოსწავლეები დაასრულებენ,
გათვალისწინებული იქნება მათი, როგორც აბიტურიენტების ინტერესები და
„ტელესკოლის“ ფარგლებში მათთვის
განკუთვნილი სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე ჩატარდება.