თბილისის 100 სხვადასხვა სკოლის დირექტორმა პუნქტობრივად განიხილა კოდექსი, რომელმაც უნდა განსაზღვროს მათი ურთიერთობა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მანდატურებთან და მშობლებთან.
დირექტორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის თანახმად, სკოლის დირექტორს ევალება უსაფრთხო, ორგანიზებული და კეთილგანწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემოს შექმნა. სკოლოს დირექტორი, რომელიც თავის პროფესიულ მოვალეობას კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად ასრულებს სკოლის წარმატებულობის ერთ-ერთი გარანტია.
შენიშვნები და შეხედულებები, რომელნიც დირექტორების მხრიდან შეხვედრაზე გამოითქვა, ეთიკის კოდექსის საბოლოო ვარიანტში იქნება გათვალისწინებული.
სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან დირექტორის კოდექსთან ერთად ამოქმედდება მასწავლებლისა და მოსწავლის კოდექსი, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობას იღებდნენ საზოგადოებრივი დარბაზი, არასამთავრობო ორგანიზაციები, დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები.