საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართველი მეცნიერის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის, თსუ-ს პროფესორის მაია ციციშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ქალბატონი მაიას ოჯახის წევრებსა და კოლეგებს.
მაია ციციშვილი 1976 წლიდან გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი იყო. იგი წლების მანძილზე თანამშრომლობდა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან; 2000 წლიდან იყო სამინისტროს მოძრავი ძეგლების საექსპერტო კომისიის თავმჯდომარე, სახვითი ხელოვნების მიმართულებით კი საკონკურსო დარგობრივი კომისიების უცვლელი წევრი.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პედაგოგიური მოღვაწეობა, მან ხელოვნებათმცოდნეების არაერთი თაობა აღზარდა.