სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, პატრიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიომ ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პარაკლისი აღავლინა.
პარაკლისს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.