COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული საყოველთაო იზოლაციის დროს განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა სახლის პირობებში საინტერესო, სახალისო აქტივობების შესრულებამ, რომლებიც ხელს უწყობს ბავშვებში სხვადასხვა უნარისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინკლუზიური განვითარების სამმართველო წარმოგიდგენთ პანდემიის პერიოდში საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ შექმნილი ნამუშევრების ონლაინ-გამოფენას.