საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ქართული საორგანო სკოლის დამაარსებლის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, პროფესორ ეთერ მგალობლიშვილის გარდაცვალების გამო.
ეთერ მგალობლიშვილი 1965-2012 წლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. სხვადასხვა წლებში ლაიფციგში ი. ს. ბახის ტრადიციული საორგანო კონკურსის ერთადერთი ქალი ჟიურის წევრი იყო; ასევე მოსკოვის, ვილნიუსის, გორკის, კიშინიოვის ორგანისტთა საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრი;
ეთერ მგალობლიშვილი საქართველოში არაერთი საორგანო ნაწარმოების პირველი შემსრულებელი იყო.