საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, სკოლებში “Minecraft Education Edition”-ის საპილოტედ დანერგვის პროცესი მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც “Microsoft საქართველოსთან“ თანამშრომლობითა და კომპანიის “Mindworks Education” ჩართულობით ხორციელდება, პირველ ეტაპზე ახალი სკოლის მოდელში ჩართული სკოლების სასწავლო პროცესში “Minecraft Education Edition”-ის პილოტირების რეჟიმში ინტეგრირებას გულისხმობს.
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დააანონსა, ახალი სასწავლო წლიდან 150-ზე მეტ სკოლაში საპილოტე რეჟიმში მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამა "Minecraft Education Edition“, რაც სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.
“Minecraft Education Edition” – თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელსაც სკოლის პედაგოგები სხვადასხვა საგნის სწავლების დროს იყენებენ. იგი ხელს უწყობს მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების, ასევე კრიტიკული აზროვნების განვითარებას. ეს არის ღია სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ იყვნენ შემოქმედებითები, ჩაატარონ ექსპერიმენტები და იმუშაონ პრობლემების მოგვარებაზე. “Minecraft Education Edition” იდეალური პროგრამაა მოსწავლეებთან კომპლექსურ დავალებებზე სამუშაოდ. მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში ცალკე ან ინტეგრირებულად.
პროგრამის დანერგვის პირველ ეტაპი პედაგოგების გადამზადებას გულისხმობს. ახალი სკოლის მოდელში ჩართულმა სკოლებმა ნებაყოფლობით თითო მასწავლებელი წარადგინეს, რომელებიც მონაწილეობას იღებენ Minecraft-ის დანერგვის სწავლების დისტანციურ კურსში. პედაგოგებს უტარდებათ ყველკვირეული ონლაინ ტრენინგები, ექსპერტებთან ერთად გეგმავენ სასწავლო აქტივობებს, რომლებსაც კლასებში საპილოტე რეჟიმში განახორციელებენ და შემდეგ თავიანთ გამოცდილებას პროექტში ჩართულ პედაგოგებს გაუზიარებენ.
პროექტის დანერგვის პირველი ეტაპის დასრულების შედეგად, სისტემაში იქნებიან გადამზადებული მასწავლებელი, რომლებსაც თავისუფლად შეეძლებათ “Minecraft Education Edition” -ის სხვა სკოლებში დანერგვაში მიიღონ მონაწილეობა. ასევე, მომზადდა სატრენინგო მასალები, ქართულად ითარგმან ვიდეო-კურსი, რომელიც ნებისმიერ მასწავლებელს შეასწავლის Minecraft-ის ბაზისებს და მოამზადებს უფრო სიღრმისეული დავალებებისთვის, გადამზადდნენ ქოუჩები და ექსპერტები. ეს ყველაფერი კი ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში “Minecraft Education Edition”-ის ეფექტიანად ინტეგრირებას.