საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა და ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა კახეთში ვიზიტისას მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლის XII კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს.
მინისტრებმა მოსწავლეებს მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს და მომავალი წარმატებები უსურვეს.
მიხეილ ჩხენკელმა და მაია ცქიტიშვილმა კახეთის რეგიონში, სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ბოდბისა და სოფელ საქობოს სკოლების, აგრეთვე ინოვაციების ცენტრის მშენებლობის პროცესი დაათვალიერეს და ბოდბის დედათა მონასტერი მოინახულეს.