პროექტი”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 9 რეგიონის საჯარო სკოლებში” არის სამწლიანი (2009-2011), მიმდინარეობს მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტის ფარგლებში ჩატარებული აქცია-კონკურსი ”ჩვენ ვსწავლობთ ერთად” ორ ეტაპად გაიყო. პირველი ეტაპი ნახატების კონკურსი ჩატარდა საქართველოს ყველა რეგიონში 10 სამიზნე სკოლაში, სადაც ინკლუზიური განათლება ინერგება. ხოლო, უკვე მეორე ეტაპზე, 14 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს, სამხატვრო აკადემიის მოხალისე სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერმა რეგიონალურმა გუნდმა ახალციხეში და ხაშურში.. მოხატეს სკოლის კედლები, ხოლო ქობულეთში ხატვის აქციაში მონაწილეობდნენ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის მოხალისე სტუდენტები.
სამხატვრო აკადემიაში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ზოგადი და პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ლალი ებანოიძე, პროექტის კოორდინატორი მაია ბაგრატიონ-გრუზინკსი და საქართველოს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი გია ბუღაძე. მოხალისე სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები და საჩუქრები.
კონკურსის ფარგლებში 3-3 გამრჯვებულს თითო სამიზნე სკოლაში გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები. ხოლო თითოეულ სკოლას ბანერი გამარჯვებული ნახატის კომპოზიციით.
მსგავსი ტიპის კონკურსები მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი გარემოს შექმნისთვის და ინკლუზიური განათლების პოპულარიზაციისთვის.