საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, თელავის პროფესიულ კოლეჯში „პრესტიჟი“ სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სარემონტო სამუშაოებს მინიტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი გაეცნენ.
რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად გარემონტდება კოლეჯის სასწავლო კორპუსი, განხორციელდება ეზოს კეთილმოწყობა და ღია სპორტული მოედნის მშენებლობა.
შენობა, რომელიც 700 ადამიანზეა გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება.
განათლების სამინისტროს ხელშეწყობით ასევე დაგეგმილია სასწავლო სახელოსნოების მშენებლობა და მათი აღჭურვა შესაბამისი ინვენტარითა და ტექნიკით. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და სრული აღჭურვის შემდეგ, კოლეჯი დაიმატებს და განახორციელებს შრომის ბაზარზე მოთხოვნად და რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო ისეთ ახალ მიმართულებებს როგორიცაა: აგრარული, ტურიზმისა და მომსახურების სფერო, სოფლის მეურნეობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ბიზნეს ადმინისტირება, ჯანდაცვა.