ანკე დენ უდენი: „საქართველოს განათლების სისტემა წარმატებით გაუმკლავდა იმ გლობალურ გამოწვევას, რომლის წინაშე ამჟამად მთელი მსოფლიო დგას“
მინდა აღვნიშნო, რომ Microsoft-სა და საქართველოს უკვე მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩვენ გავხდით საქართველოს წამყვანი პარტნიორი ქვეყნის განათლების გაციფრულობაში და ჩვენი წვლილი შევიტანეთ მოსწავლეებისა და სტუდენტების მიზნების მიღწევაში.
ყოველთვის სასიამოვნოა ისეთ ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომლებიც მუდამ მზად არიან ციფრული ტრანსფორმაციისთვის. საქართველომ გააცნობიერა, რომ წარმატების მთავარი ფაქტორი მოსახლეობაში სამომავლო უნარების განვითარებაა. ჩვენ, 21-ე საუკუნეში ცვალებადი სამყაროს ნაწილი ვართ, სადაც ტექნიკური უნარები და გამჭრიახი ცოდნა ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში და უნდა ითქვას, რომ ამ კუთხით საქართველოს ძალიან სწორი მიდგომა და სტრატეგია აქვს შემუშავებული.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ჩვენ უმოკლეს დროში დავასრულეთ უამრავი წარმატებული პროექტი. მინდა ხაზი გავუსვა Microsoft Teams-ის ლოკალიზაციას, მოხდა უამრავი ონლაინ კურსისა და საგანმანათლებლო პლატფორმის დანერგვა მასწავლებლებისთვის, Microsoft Teams-ის ჯგუფებში ინტეგრირდა ინტერაქტიული ქართულენოვანი ჩეტ-ბოტი და Teams პროგრამაში დაემატა ციფრული ბიბლიოთეკა www.el.ge-.
ეს არის იმ პროექტების ჩამონათვალი, რომლებიც განხორციელდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში და მინდა მოგახსენოთ რომ ახალ სასწავლო წელთან ერთად, განხორციელდება უამრავი სხვა საინტერესო სიახლე. ჩვენ ბედნიერები და მოტივირებული ვართ, როდესაც ვხედავთ თუ როგორ უწყობს ხელს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ჩვენს მომავალ თაობას მეტის მიღწევაში.
ტრადიციული განათლებიდან დისტანციურ სწავლებაზე შეუფერხებლად გადასვლა, სწორედ ციფრული გარდაქმნის შედეგია, რომლის მთავარი ინიციატორი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იყო. ეს ფაქტი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს გაციფრულობის მნიშველობას. ზოგადად ციფრული ტრანსფორმაცია თავისთავად საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც შეიცავს მრავალ მიმართულებას; საჭიროა შეიქმნას შესაბამისი სასწავლო გეგმა, მოხდეს მასწავლებელთა ტექნიკური გადამზადება, სკოლების ინფრასტუქტურის განახლება, საკლასო ოთახების სწორი აპარატურით აღჭურვა და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე დაყრდნობით სწორი დასკვნების გამოტანა და შემდგომი განვითარება.
მოხარული ვარ, რომ Microsoft Teams-ი და ჩვენი სხვა პროდუქტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დისტანციური სწავლების განხორციელებაში. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, წლების განმავლობაში გაწეული უდიდესი შრომა და ძალისხმევა სამინისტროს გუნდის მიერ. Microsoft Teams-ის გარდა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ წამოიწყო კიდევ ერთი წარმატებული პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ეხმარება სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიების არ ქონის შემთხვევაშიც კი მიიღონ ხარისხიანი განათლება.
განათლების მიწოდება ყოველგვარი შეფერხების გარეშე და სასწავლო წლის წარმატებით დასრულება, ნიშნავს რომ საქართველოს განათლების სისტემა წარმატებით გაუმკლავდა იმ გლობალურ გამოწვევას, რომლის წინაშე ამჟამად მთელი მსოფლიო დგას.
3. სექტემბრიდან იგეგმება საპილოტე რეჟიმში Minecraft Education Edition- ის ინტეგრირება საქართველოს განათლების სისტემაში... გაქვთ თუ არა გეგმები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად?
საქართველომ, როგორც ყველა სხვა ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებაზე ორიენტირებულმა ქვეყანამ, უნდა შექმნას უნარებზე დაფუძნებული შრომოთი ბაზარი და დააკმაყოფილოს თანამედროვე ეკონომიკის მოთხოვნები. ამისათვის საჭიროა ციფრული განათლების უზრუნველყოფა და მიწოდება ახალგაზრდებში ადრეული ასაკიდან.
მინისტრმა ჩხენკელმა, წამოიწყო Minecraft Education Edition-ის განხორციელება და ჩვენ სრულიად მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას. კომპიუტერული მეცნიერებიდან შერეულ რეალობამდე, Minecraft Education Edition-ი არის ის ინსტრუმენტი, რომელიც არა მხოლოდ უზრუნველყოფს უსაზღვრო შესაძლებლობებს, არამედ ავითარებს თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კრიტიკული აზროვნების და სისტემური აზროვნების უნარებს. ღია სასწავლო გარემო, შესაძლებლობას აძლებს სტუდენტებს თავისუფლად ჩაატარონ ექსპერიმენტები, და ამავდროულად მათში წაახალისოს შემოქმედებითი თვითგამოხატულება და განუვითაროს პრობლემების გადაჭრის უნარები.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ჩვენ უკვე დავიწყეთ Minecraft-ის დანერგვა საქართველოს 150 სკოლაში. ზოგადად, თამაშზე დაფუძნებული სწავლება არის ის მიდგომა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა ჩართულობას და სასწავლო პროცესს უფრო სახალისოს ხდის. ის ასევე სრულყოფილად ჯდება ჰიბრიდული სწავლების მოდელში, რომელიც მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, საპილოტე რეჟიმში 2020 წლის სექტემბრიდან განხორციელდება. ჰიბრიდული მოდელი იქნება ჩვენი თანამშრომლობის ახალი ეტაპი. შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ციფრული განათლების დანერგვის მხრივ, საქართველოს სწორი გეზი აქვს აღებული და მას ჰყავს ძლიერი მოკავშირეები, როგორიც არის კომპანია Microsoft-ი.