1924 წლის 2 ივლისს, პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებიდან რამდენიმე დღეში, სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაცია დაარსდა. ასოციაცია მალევე იქცა სხვადასხვა ქვეყნის სპორტული ჟურნალისტების გამაერთიანებელ ორგანიზაციად.
სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო დღე საქართველოში 2010 წლიდან ტრადიციული ფესტივალით აღინიშნება. „ბაჩოს თასი“, რომელიც ნაადრევად გარდაცვლილი ახალგაზრდა სპორტული ჟურნალისტის ბაჩო სვანიძის სახელობისაა, ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამინისტრო ტრადიციულ ღონისძიებას წელს არ ატარებს.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სპორტულ ჟურნალისტებსა და სპორტული მედიის წარმომადგენლებს ულოცავს პროფესიულ დღეს და წარმატებას უსურვებს პირად ცხოვრებასა და საქმიანობაში!