ფორუმში მონაწილეობენ საერთაშორისო დემოკრატიული გაერთიანებების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ღონისძიების ორგანიზატორი საერთაშორისო დემოკრატიული გაერთიანებაა, რომლის წევრებიც მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები და დემოკრატიული ორგანიზაციებია.
კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის მიმდინარეობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ვრცელი მოხსენება წარუდგინა.