განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული, ზვიად შალამბერიძე ქუთაისის პროფესიულ კოლეჯ „იბერიას" ესტუმრნენ და პირბადეების კერვის პროცესში ჩართულ სტუდენტებსა და კოლეჯის თანამშრომლებს მადლობის სიგელები და საჩუქრები გადასცეს.
კორონავირუსის პანდემიის პირობებში, როდესაც პირბადეებზე მოთხოვნა განსაკუთრებით იყო გაზრდილი, პროფესიული კოლეჯების ნაწილი პირბადეების წარმოების პროცესში ჩაერთო.
მათ შორისაა ქუთაისის კოლეჯი „იბერია“, რომლის 30-მდე სტუდენტმა და თანამშრომელმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, 40 ათასამდე პირბადე შეკერეს და ეკონომიკის სამინისტროს გადასცეს. კოლეჯებში პირბადეების წარმოების პროცესი ყველა რეკომენდაციის დაცვით მიმდინარეობდა.
„იბერია“ მრავლაპროფილური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს, რეგიონის საჭიროებებზე მორგებულ პროფესიებს სთავაზობს ელექტროობის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, სამკერვალო, კულინარიის, სარესტორნო მომსახურების, ბუღალტერიისა და სხვა მიმართულებებით.