თუკი თქვენთვის ცნობილია განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ობიექტი ევროპის მასშტაბით, იქნება ეს ისტორიული თუ არქეოლოგიური ძეგლი, სალოცავი, ინდუსტრიული კომპლექსი, ისტორიული პარკი, მუზეუმი ან თუნდაც მოძრავი ძეგლი, წარადგინეთ ის 2021 წლის საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამაში!
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა ამოქმედდა 2013 წელს, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების კამპანიას ევროპის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების გადასარჩენად. პროგრამა ზრდის ცნობიერებას, ამზადებს დამოუკიდებელ შეფასებებს, გვთაზობს რეკომენდაციებს სამოქმედოდ და ცდილობს ხელი შეუწყოს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი საიტების გადარჩენას. პროგრამა თავისთავად არ წარმოადგენს პირდაპირი დაფინანსების წყაროს, მაგრამ საფრთხის ქვეშ მყოფი საიტების სია ხშირად სტიმულს აძლევს საჯარო თუ კერძო სექტორის მხრიდან დახმარების მობილიზაციას, მათ შორის ფინანსურ მხარდაჭერას.
განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამას მართავს ევროპა ნოსტრა - კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ერთგული სამოქალაქო საზოგადოების ევროპული ხმა - ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან თანამრომლობით (EIBI). მას ასევე ეხმარება ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა.
2021 წელს, პირველად მას შემდეგ რაც პროგრამა ამოქმედდა, შერჩეული განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი თითოეული ძეგლი მიიღებს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ გაცემულ გრანტს 10,000 ევროს. აღნიშნული გრანტი შერჩეულ ძეგლებს გადაეცემათ შეთანხმებული აქტივობის განსახორციელებლად, რაც გულისხმობს საფრთხის ქვეშ მყოფი საიტის შენარჩუნებას.
ნომინაციების წარდგენა შეგიძლიათ თქვენს ქვეყანაში არსებული ევროპა ნოსტრას წევრი ორგანიზაციის დახმარებით ან პირდაპირ ჩვენს პანევროპულ ქსელში გაწევრიანების გზით, როგორც პირდაპირ წევრის ან ასოცირებული ორგანიზაციის ან ახალი ინდივიდუალური წევრის სახით. ევროპის მემკვიდრეობის ალიანსის 3.3 წევრებს ასევე შეუძლიათ ნომინაციების წარდგენა პროგრამაში.
მოდით ერთად შევინარჩუნოთ ევროპის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლები!
წაიკითხეთ ნომინაციების წარდგენა და შეავსეთ ნომინაციების ფორმა და გააგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: sz@europanostra.org (სარა ზანინი, პროგრამის კოორდინატორი).
ნომინაციების წარდგენის ბოლო ვადა: 2020 წლის 7 სექტემბერი!
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://7mostendangered.eu/