პროფესიულ სასწავლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის აღდგენის პარალელურად, მასწავლებლის სახლმა, პროფესიული განათლების მასწავლებლებთან შეხვედრები და ტრენინგები განაახლა.
აჭარის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, ქობულეთის კოლეჯში „ახალი ტალღა“ ტრენინგის მიმდინარეობას გაეცნო.
პროფესიული განვითარების ტრენინგს მასწავლებლები სამეწამეო კომპეტენციების განვითარებაში გადიან.
ტრენინგმოდული ევროპელ ექსპერტებთან ერთად შემუშავდა და ის მასწავლებლებს მეწარმეობის, როგორც საკვანძო კომპეტენციის გააზრებასა და სტუდენტებისთვის, ამ კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობაში ეხმარება.