ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, სოფელ გორაბერეჟოულში კოლეჯის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან ზურაბ ნასარაიასთან ერთად გაეცნო.
თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულება ძირითადად აგრარული მიმართულების იქნება, შესაბამისად დაგეგმილია მეტყევეობის, მევენახეობა-მეღვინეობის, მეფუტკრეობის შემსწავლელი და რეგიონის განვითარებისთვის საჭირო სხვა პროგრამების ამოქმედება.