კერძო სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრების ციკლი სახელწოდებით „პროფესიული განათლება ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ გრძელდება.
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტიაშვილმა, მორიგი ონლაინ შეხვედრა საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარესთან, ნატალია კვაჭანტირაძესთან და ტურიზმის სექტორის სხვა წარმომადგენლებთან გამართა.
შეხვედრის მიზანი იყო ადამიანური კაპიტალის კონტექსტში, ტურიზმის სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და პროფესიული განათლების სივრცეში, მათი გადაჭრის შესაძლო გზების მოძიება. ამასთანავე, პოსტ-კოვიდურ პერიოდში პრიორიტეტული მიმართულებების, უნარებისა და პოტენციური პარტნიორების განსაზღვრა.