ბათუმის განათლებისა და მეცნიერების ქალაქის ტერიტორიაზე, პროფესიული კოლეჯის "ბლექსი" ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი იწყება.
კოლეჯის ახალი შენობის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, სექტემბერში დაიწყება და ერთ-ერთი მაღალი დონის პროფესიული სასწავლო დაწესებულება იქნება რეგიონში.
განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა ამ ეტაპზე აქტიურ ფაზაშია. ხორციელდება რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს და კოლეჯის ახალი შენობის პროექტს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თამარ ქიტიაშვილი, აჭარის ა/რ განათლების მინისტრთან, მაია ხაჯიშვილთან ერთად გაეცნო.
თამარ ქიტიაშვილის განცხადებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კოლეჯი წარმატებით ითანამშრომლებს განათლებისა და მეცნიერების ქალაქის ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს და სამეცნიერო დაწესებულებებთან და ეს თანამშრომლობა კოლეჯის სტუდენტებს და პროფესიულ პედაგოგებს ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს.