„აქ უმთავრესი გახლავთ ის, რომ დღეს მაჟორიტარ კანდიდატებად ჩვენ წარვადგინეთ მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ღირსეული ადამიანები, რომლებიც დიდი ხანია ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და უანგარო შრომას გააგრძელებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. მინდა აღვნიშნო, რომ „ქართული ოცნება“ არის ის გუნდი, ის პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც მთავარია თითოეულ მოქალაქეზე, კონკრეტულ ადამიანზე, საქართველოს მომავალზე, ახალგაზრდებსა და განათლებულ თაობაზე ზრუნვა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ყველანი ერთად, მთელი გუნდი გავაგრძელებთ ბრძოლას უკეთესი საქართველოსთვის“ - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.
ფოტო: ინტერპრესნიუსი.