საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე, მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაციასა და გამოცდის მიმდინარეობას დღეს გორის საგამოცდო ცენტრში გაეცნო და აპლიკანტებს წარმატება უსურვა.
გორის საგამოცდო ცენტრში, ისევე როგორც საქართველოს მასშტაბით მოქმედ ცენტრებში, პროცესი მშვიდ ვითარებაში, უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით მიმდინარეობს.
გორის საგამოცდო ცენტრში 23 ივლისს 200-მდე მასწვლებლობის მსურველმა და 40-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა რეგისტრაცია.
მასწავლებლობის მსურველთათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. საგნობრივ გამოცდას წელს 12 000-მდე პირი ჩააბარებს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გამოცდებში მონაწილეთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და ამავე დროს საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედ უწყებათაშორის საბჭოში შემავალმა სამინისტროებმა სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს, რომელთა დაცვითაც მიმდინარეობს საგამოცდო პროცესი.