მედიაცენტრი ტრადიციულად
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებისას გაიხსნა.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება.
საგამოცდო ტესტების ტრანსპორტირება ეროვნული ბანკისა და ,,ლიბერთი“ ბანკის საცავებიდან 06:30 საათზე მოხდება. ტესტებს საგამოცდო ცენტრებში საპატრულო პოლიციისა და უშიშროების სამსახურის თანხლებით მიიტანენ.
08:00 საათზე საქართველოს 12 საგამოცდო ქალაქში განთავსებულ 15 საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტთა რეგისტრაცია, ხოლო 09:00 საათზე – პირველი გამოცდის პირველი სესია დაიწყება.
2010 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 36421 აბიტურიენტია რეგისტრირებული.
გამოცდები ტარდება შემდეგ ქალაქებში: სიღნაღი, თელავი, რუსთავი, თბილისი, გორი, ახალციხე, ქუთაისი, ოზურგეთი, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი, ხულო.
საგამოცდო პროცესში ჩართულია 1300 მეთვალყურე და კურატორი, უშუშროების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის 30–მდე ბრიგადა. ყველა საგამოცდო ცენტრში განთავსდება სამედიცინო პუნქტი, ცენტრთან კი იმორიგევებს სასწრაფო დახმარების მანქანა.