გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თედოწმინდაში დაწყებითი სკოლის მშენებლობა დასრულდა. ამ ეტაპზე სკოლის შიდა სარემონტო და გარე პერიმეტრის მოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს ადგილზე გაეცნო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძე.
თანამედროვე სტანდარტების სკოლა სექტემბერში მზად იქნება მოსწავლეების მისაღებად. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 მლნ ლარზე მეტი გამოყო.
შენობა სრულად ადაპტირებულია სსსმ მოსწავლეებისთვის, ექნება კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე. სკოლა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკით.