საქართველოს ნაკრებმა ევროპის ფიზიკის მე-4 ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზა. გიორგი ძაძამია, იოანე თოიძე და ლუკა კირთაძე ვერცხლის მედლებით დაჯილდოვდნენ, ხოლო ნიკოლოზი ნიკურაძე – ბრინჯაოს მედლით. ნაკრების წევრები კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლეები არიან.
ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებს ხელმძღვანელობდნენ: ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი დავით ნიშნიანიძე, კომაროვის სკოლის ფიზიკის მასწავლებელი თეიმურაზ კალატოზი, ვირჯინიის უნივერსიტეტის დოქტორანტი, კომაროვის სკოლის ფიზიკის წრის მასწავლებელი მიხეილ სოხაშვილი.
ევროპის ფიზიკის მე-4 ონლაინ ოლიმპიადა 2020 წლის 20-26 ივლისს ჩატარდა, რომელშიც 57 ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა.