მონაწილეებმა (სოლო, დუეტი, ტრიო, კვარტეტი, ანსამბლი, გუნდი) ქართული ხალხური და პროფესიონალი კომპოზიტორების მიერ შექმნილი სიმღერები წარმოადგინეს.
კონკურსი სამ ტურად ჩატარდა, მასში ასობით მოსწავლე მონაწილეობდა საქართველოს პრაქტიკულად ყველა კუთხიდან. პირველ ტურში მოსწავლეებს ჟიური რეგიონებში არჩევდა, მეორე ტური თბილისში ჩატარდა და გამოვლინდა დასკვნითი კონცერტის 27 ნომერი. გამარჯვებულ მოსწავლეებს და მონაწილე პედაგოგებს გადაეცათ სამინისტრო მიერ დაწესებული პრიზები.
ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო თემურ ჭკუასელი (ქართული ხმები“), დირექტორი-ზაზა მამალაძე (ანსამბლი „თბილისი“); სამხატვრო ხელმძღვანელი-ზურაბ ლოლაძე (ქართული ხმები“).
ფესტივალი ჩატარდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადგომითა და დაფინანსებით.