დღეს, 4 აგვისტოს, 2020 წლის საგამოცდო პროცესი საერთო სამაგისტრო გამოცდებით დასრულდა. გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ჩაიარა.
მიხეილ ჩხენკელი: „წარმატებით დასრულთა ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდები. საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული და სამედიცინო პროტოკოლის სრული დაცვით ჩატარდა. სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გამოცდებზე სრულფასოვანი აკადემიური და უსაფრთხო გარემო ყოფილიყო.
მსურს მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ყველა უწყებას, ვინც ჩართული იყო გამოცდების ორგანიზების პროცესში.
აბიტურიენთთა ქულების გამოქვეყნება უკვე დაწყო და თითოეულ მათგანს წარმატებას კიდევ ერთხელ ვუსურვებ“.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს აბიტუტიენტთა ნაშრომების გასწორება. შედეგების გამოქვეყნება უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად გაგრძელდება. გამოსაცდელები საკუთარი შედეგებისა და ნაშრომების ნახვას შეძლებენ გამოქვეყნებისთანავე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 39 300-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა, მათგან გამოცდებზე გამოცხადდა 94%-მდე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე დარეგისტრირდა 600-ზე მეტი მსრურველი, ხოლო გამოცხადდა 78%-ზე მეტი. მასწავლებლობის მსურველთა რიცხვი წელს საგნობრივ გამოცდაზე 12 000-მდე იყო, მათგან გამოცდაზე დაახლოებით 88% გამოცხადდა. რაც შეეხება მაგისტრობის კანდიდატებს, 12 600-ზე მეტი მსურველიდან გამოცდაზე დაახლოებით 87% გამოცხადდა.