მზიურის პარკში ფეხბურთის სამოყვარულო მუნიციპალური ლიგის პრეზენტაცია გაიმართა.
ტურნირში, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის 544 გუნდი, ხოლო ტურნირში ჩართულ მოყვარულ ფეხბურთელთა რაოდენობა 12 ათასს აღემატება.
მზიურში გამართულ პრეზენტაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. შალვა გოგოლაძემ მზიურში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება და სავალდებულო ფიზიკური აქტივობების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირება.
შალვა გოგოლაძე: „ეს ტურნირი გახლავთ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა შეჯიბრების ორგანიზატორებს ასეთი მასშტაბური და საინტერესო ტურნირის ორგანიზებისთვის, რომელშიც მონაწილეობს ყველა რეგიონის 64 მუნიციპალიტეტი და 12 ათასზე მეტი მოყვარული მოთამაშე.
მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის მასობრივი, სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება და სავალდებულო ფიზიკური აქტივობების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირება.
ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ჩვენი მომავალი თაობების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ჩვენი სამინისტრო გახლავთ ტურნირის მხარდამჭერი და ასე იქნება მომავალშიც, როდესაც საქმე მასობრივი სპორტის განვითარებას შეეხება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ორგანიზატორებს და წარმატებები მონაწილეებს.“
მზიურის პარკში ფეხბურთის სამოყვარულო მუნიციპალური ლიგის პრეზენტაცია გაიმართა.
ტურნირში, რომელიც წლის ბოლომდე გაგრძელდება მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 64 მუნიციპალიტეტის 544 გუნდი, ხოლო ტურნირში ჩართულ მოყვარულ ფეხბურთელთა რაოდენობა 12 ათასს აღემატება.
მზიურში გამართულ პრეზენტაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ. შალვა გოგოლაძემ მზიურში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სამინისტროს პრიორიტეტია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ასევე სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება და სავალდებულო ფიზიკური აქტივობების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირება.
შალვა გოგოლაძე: „ეს ტურნირი გახლავთ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა შეჯიბრების ორგანიზატორებს ასეთი მასშტაბური და საინტერესო ტურნირის ორგანიზებისთვის, რომელშიც მონაწილეობს ყველა რეგიონის 64 მუნიციპალიტეტი და 12 ათასზე მეტი მოყვარული მოთამაშე. მოგეხსენებათ, ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის მასობრივი, სასკოლო და საუნივერსიტეტო სპორტის განვითარება და სავალდებულო ფიზიკური აქტივობების საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრირება.