საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო-კერძო თანამშრომლობის ფორმატზე დაფუძნებული პროფესიული განათლების მართვის ახალ მოდელზე მუშაობს. ახალი მოდელის კონცეფცია მინისტრის მოადილემ, თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, გიორგი პერტაისთან ერთად, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნო.
ონლაინ სამუშაო შეხვედრაში ის საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში საქმიანობენ და მხარს უჭერენ მიმდინარე რეფორმას. კერძოდ, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში (EU), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), კარგი მმართველობის ფონდი (GGF), აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), აზიის განვითარების ბანკი (ADB), გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), მსოფლიო ბანკი (WB), Dvv international, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი_საქართველო (MCA)“ და გერმანიის საელჩო.
შეხვედრის ფარგლებში თამარ ქიტიაშვილმა კონცეფციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს უპასუხა და ხაზი გაუსვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას პროფესიული განათლების მართვის ახალი მოდელის კონცეფციის შემუშავების პროცესში. ამ მიზნით დაიგეგმა მომავალი სამუშაო შეხვედრაც დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.