1-6 სექტემბერს, რეგიონული თეატრების მეექვსე საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქართული რეგიონული თეატრალური დასები მიიღებენ. კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს ფესტივალს განსხვავებული ფორმატი ექნება - საფესტივალო სპექტაკლები სპეციალურად შერჩეულ ლოკაციებზე, ღია ცის ქვეშ, რეკომენდაციების სრული დაცვით გაიმართება.
რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით დაფუძნდა. ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი ,,დღეს’’ (დამფუძნებელი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე). ფესტივალის მხარდამჭერია ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და სენაკის მუნიციპალიტეტის მერია.
ფესტივალი 1 სექტემბერს სენაკის მუნიციპალიტეტში, ნოქალაქევის ისტორიულ ციხე-ქალაქში, სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნება, ხოლო 6 სექტემბერს - ფოთის თეატრის მიმდებარედ დასრულდება.