„ზურაბ ჟვანიას ფონდი" აცხადებს კონკურსს 2020 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს. პრემიაზე მსურველებმა უნდა წარადგინონ 2020 წლის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები შემდეგ ნომინაციებში:
„წინანდლის პრემიის" ლაურეატები დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით დაჯილდოვდებიან.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, „წინანდლის პრემიის“ სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდება 2020 წლის 21 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, მითითებულ ელ. ფოსტაზე tsinandlispremia@yahoo.com
დარგისა და ნაშრომის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ ნამუშევარი საჭიროებს უშუალო წარდგენას წინანდლის პრემიის ჟიურის წინაშე, საკონკურსო ნიმუშების (აპლიკაციის ფორმასთან და რეზიუმესთან ერთად) მიღება მოხდება 13 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით ზურაბ ჟვანიას ფონდში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N18. დოკუმენტების მიღება განხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით;
„წინანდლის პრემია 2020“ ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ,,წინანდლის პრემიის“ ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:
http://www.zurabzhvania.ge/winandlis%20premia.html
https://www.facebook.com/TsinandaliAward/
საკონტაქტო ტელეფონი: (+995 32) 2 30 74 96; (+995 32) 593 98 33 63