20.09.2020
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ მოკლე სია ცნობილია. კონფიდენციალურმა ჟიურიმ ფინალისტები 6 ნომინაციაში დაასახელა.
წლევანდელი ფინალისტები არიან:
წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
- ნათია ზარანდია ჯეფ ვანდერმირის წიგნისთვის - „ანიჰილაცია“, გამომცემლობა „პალიტრა L“;
- ნინი ფალავანდიშვილი წიგნისთვის - „საბჭოთა პერიოდის მოზაიკა საქართველოში“, „სულაკაურის გამომცემლობა“;
- თინათინ ჩხიკვიშვილი ჯანა ამირეჯიბის წიგნისთვის - „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;
- ია გაბუნია მიშა ბახსოლიანის წიგნისთვის - „კანიბალიადა“, „სულაკაურის გამომცემლობა“;
- გურამ წიბახაშვილი წიგნისთვის - ზამთარი გადატანილია“, გამომცემლობა „ინდიგო“;
- ია გაბუნია კოკა არჩვაძის წიგნისთვის - „ჩინური დღიური“, „სულაკაურის გამომცემლობა“.
წლის საუკეთესო დებიუტი
- მაია ცირამუა - „მშვიდობით, ძია გერშვინ!“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;
- დათია ბადალაშვილი - „ფიჭვები შორს იყო“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- ნინი ელიაშვილი - „წერტილის შემდეგ“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- დათო ჯიქია - „კაკაფონია“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- სოფო კუბლაშვილი - „ოკრიბის ღმერთი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- ლექსო ქურხული - „მეწამული პლანეტა მარსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“.
საუკეთესო დოკუმენტური პროზა
- გიორგი არქანია, გიგი გიოშვილი, ელენე ჭირაქაძე, ქეთევან სიხარულიძე, თინათინ ბიკაშვილი, ვიტალი მაჭავარიანი, ევგენი ჭანიშვილი - „440 დღე საქართველოს დამოუკიდებლობამდე“, გამომცემლობა „არტანუჯი“;
- კახა თოლორდავა - „გაუზავებლად“, „სულაკაურის გამომცემლობა“;
- გიორგი მაისურაძე - „სხვა ენა“, გამომცემლობა „ინდიგო“;
- შორენა ლებანიძე - „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“, გამომცემლობა „არტანუჯი“.
წლის საუკეთესო პოეტური კრებული
- გიორგი ეკიზაშვილი - „შორეული ჰანგები“, გამომცემლობა „აგორა“;
- შოთა იათაშვილი - „XXI საუკუნის დასაწყისის პოეტი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- ნატო ინგოროყვა - „სადგურებს შორის“, გამომცემლობა „ინტელექტი“.
წლის საუკეთესო პროზაული კრებული
- ბესიკ ხარანაული - „დიდი სმა“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- ეკა ქევანიშვილი - „არაფერი დედაჩემის შესახებ“, გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“;
- ჯანა ამირეჯიბი - „მე - ნამდვილი კოკოშა“, გამომცემლობა „არტანუჯი“;
- სალომე მაკარიძე - „152“, გამომცემლობა „მეფე“;
- კოკა არჩვაძე - „ჩინური დღიური“, „სულაკაურის გამომცემლობა“.
წლის საუკეთესო რომანი
- ანა კორძაია-სამადაშვილი - „ზინკა ადამიანი“, „სულაკაურის გამომცემლობა“;
- მიშა ბახსოლიანი - „კანიბალიადა“, „სულაკაურის გამომცემლობა“;
- ირაკლი სამსონაძე - „ქელეხი - ქორწილი“, გამომცემლობა „ინტელექტი“;
- ბესო სოლომანაშვილი - „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“, „სულაკაურის გამომცემლობა“.
პრემია „ლიტერა" 2015 წლიდან ყოველწლიურად გაიცემა. სხვადასხვა წლებში ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ ქარუმიძე, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, გიორგი შონია, სოსო მეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნიკა ლაშხია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვ.